
ზღვის დონის მატება “კატასტროფულ შიდა მიგრაციას” გამოიწვევს – კვლევა
დიურჰემის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, გლობალური დათბობის 1.5 გრადუსზე შენარჩუნების შემთხვევაშიც, ზღვის დონის მატება “კატასტროფულ შიდა მიგრაციას” გამოიწვევს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იგივე სცენარი შესრულდება, თუ ტემპერატურის ზრდა 1.2-გრადუსიან მაჩვენებელზე დარჩება. საქმე ისაა, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის დნობა გაოთხმაგებულია, რაც წყლის დონის მატებას იწვევს. იმ შემთხვევაშიც, თუ მსოფლიო პარიზის შეთანხმებით ნაკისრ