
შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროზე ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო
შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, მათთვის შავი ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი პრიორიტეტია; შესაბამისად, სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში – ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის -13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადსა და სხვა