
ლუვრის თანამშრომლები რამდენიმე საათით გაიფიცნენ – მიზეზები
ორშაბათს მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის თანამშრომლები რამდენიმე საათით გაიფიცნენ – მიზეზად ტურისტთა ჭარბ რაოდენობასა და არასათანადო სამუშაო პირობებს ასახელებდნენ. შუშის პირამიდასთან ათასობით ტურისტი და ვიზიტორი შეფერხდა მას შემდეგ, რაც მუზეუმის თანამშრომლებმა, მათ შორის გალერეის კურატორებმა, ბილეთების გამყიდველებმა და დაცვის თანამშრომლებმა, დილის რუტინული შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ “გაუსაძლისი” სამუშაო