
“ჯავშნები 10%-ით გაიზარდა, თუმცა საქმიან ტურიზმში კლებაა” – სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანი”
სასტუმროს „ბორჯომი-ლიკანი“ დირექტორმა, კობა აბულაძის ინფორმაციით, 2025 წლის ტურისტული სეზონი გასულ წელთან შედარებით უკეთესი ტემპით ვითარდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან სასტუმროს დატვირთულობის შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ჯავშნების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა: „ჯავშნების თვალსაზრისით პოზიტიური სურათია. უკვე არსებული ჯავშნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის პერიოდი უკეთესია წინა წელთან შედარებით“, – ამბობს აბულაძე. მისივე ცნობით, სასტუმროს დამსვენებელთა დაახლოებით ორი