
ჯენიფერ ლოპესი ერევანში კონცერტს გამართავს
ჯენიფერ ლოპესი „Up all night“ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტით ერევანში წარდგება. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტი ერევანში 3 აგვისტოს, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება. ტურნეს ფარგლებში ლოპესი კონცერტებით ასევე ეწვევა თურქეთს, ესპანეთს, ეგვიპტეს, უნგრეთს, პოლონეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ყაზახეთს. ტური 1 ივლისს დაიწყება.