
NVIDIA სომხეთში $500-მილიონიან AI-ქარხანას ააშენებს
სომხეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური პროექტი წამოიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტში პარტნიორებად ერთვებიან: სომხეთის მთავრობა, პლანეტის უმსხვილესი AI-კომპანია – NVIDIA, საინვესტიციო ჰოლდინგი Firebird-ი და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი Team Group-ი. პროექტის საფუძველს ახალი თაობის AI-ქარხნის გახსნა წარმოადგენს, რომელიც აღიჭურვება