
რუმინეთის პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი ისევ არჩევნების შედეგების ანულირებას ითხოვს
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული ულტრანაციონალისტი კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი ქვეყნის სასამართლოს არჩევნების შედეგების ანულირებას “საგარეო ჩარევის” საფუძვლით სთხოვს. იმავე მიზეზით არჩევნების შედეგები გასულ წელს უკვე გაუქმდა – ამის შესახებ უცხოური მედია წერს. როგორც ბუქარესტის მერის, ნიკუშორ დანის წინააღმდეგ დამარცხებულმა სიმიონმა განაცხადა, იგი კონსტიტუციურ სასამართლოს მიმართავს და ბიულეტენების ბათილად ცნობას სთხოვს, “იმავე მიზეზით, რატომაც გასულ