
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ვიზების გაცემას აჩერებს. შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა 4 ივნისს გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა 6 თვეა, თუ იგი არ გახანგრძლივდება. ბრძანება დროებით კრძალავს ჰარვარდის თითქმის ყველა ახალი სტუდენტის შეერთებულ შტატებში შესვლას იმ ვიზებით, რომლებსაც საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა იყენებს უნივერსიტეტებში სწავლისთვის ან ქვეყანაში აკადემიური