
ტრამპის ადმინისტრაცია სტუდენტური ვიზების გასაუბრებებს აჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტური ვიზების მსურველებისთვის გასაუბრებები გაჩერდება. როგორც BBC წერს, ამერიკის საელჩოებს დაევალათ შეწყვიტონ სავიზო გასაუბრებები, რადგან აპლიკანტების სოციალურ მედიების ანგარიშების შესწავლა იგეგმება. დიპლომატიური სამსახურებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წერს, რომ პროცესი ახალი ინსტრუქციის მიღებამდე იქნება შეჩერებული. როგორც წესი, ამერიკაში სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტები ადგილობრივ საელჩოებს მიმართავენ ვიზის მისაღებად.