
მარტში მომხმარებელი ფარმაციაზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 26 ლარს ხარჯავდა – “თიბისი კაპიტალი”
2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 32%-ით გაიზარდა და საშუალო დანახარჯმა 26 ლარი შეადგინა. თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯების დინამიკის მიხედვით, პირად ჰიგიენაზე საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 79 ლარი დაფიქსირდა.