
“მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია” – ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნუცა ჟღენტი ამბობს, რომ ზონის მიმართ დაინტერესება მზარდია. მან ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, თიზში ჯამურად დაახლოებით 40-მდე კომპანიაა წარმოდგენილი და მოლოდინია, რომ კიდევ გაიზრდება დაინტერესება, ვინაიდან გარკვეული ცვლილებებია მსოფლიო რუკაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების განაწილების მხრივ. “ბუნებრივია, დაინტერესება