
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ჰუსიტების თავდასხმას უპასუხებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს “მრავალფაზიანი” პასუხი ექნება იემენელი ჰუსტების მიერ თელ-ავივის მთავარ აეროპორტზე თავდასხმაზე. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ Telegram არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. “მათ წინააღმდეგ აქამდეც გვიმოქმედია და მომავალშიც ვიმოქმედებთ, მაგრამ ახლა დეტალებში ვერ შევალთ. ეს არ მოხდება ერთი აფეთქებით, მაგრამ ბევრი აფეთქება იქნება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. დღეს დილით, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტთან ჰუსიტების