
რა გავლენა ექნება ტრამპის 10%-იან ტარიფს საქართველოს ექსპორტზე? – ლევან დავითაშვილის განმარტება
“ქართული ოცნების” პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სატარიფო გადასახადი საქართველოსაც შეეხო, საქართველო მაინც მეგობრული ქვეყნების რიგში ითვლება, რადგან 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაბალია. ლევან დავითაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პროდუქტები, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაც “ნულოვანია და არაფერს არ წარმოადგენს”. მისივე თქმით, თუ აშშ-ის