
“წინააღმდეგობის 120-ე დღე!” – პროევროპული აქციების განრიგი
პროევროპული პროტესტის 120-ე დღე – აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში. მოქალაქეები ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, კვლავ შეიკრიბებიან და “ქართული ოცნების” მიერ გატარებულ პოლიტიკას გააპროტესტებენ. 27 მარტის პროტესტების განრიგი: თბილისი: 19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ! საზოგადოებრივ მაუწყებელთან 20:00 საათი, არა უსასამართლობას! უზენაესი სასამართლოს წინ 20:00 საათი, უწყვეტი პროტესტის 120-ე დღე