
პროტესტის 159-ე დღე – “გაბედე პროტესტი ყოველდღე!”
უწყვეტი პროტესტის 159-ე დღე – დედაქალაქსა და რეგიონებში პროტესტით მოქალაქეები კვლავ ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების განთავისუფლებას მოითხოვენ. 5 მაისის პროტესტების განრიგი: თბილისი: 19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ! საზოგადოებრივ მაუწყებელთან 20:00 საათი, უწყვეტი პროტესტის 159-ე დღე რუსთაველზე – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! პარლამენტის წინ ქუთაისი: 19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში – კი ევროპას, არა რუსეთს!