
Nike-მა, Adidas-მა და სხვა კომპანიებმა ტრამპს ტარიფების შემსუბუქების თხოვნით მიმართეს
ფეხსაცმლის მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების ამერიკულმა ასოციაციამ (FDRA), რომელიც 76 კომპანიას წარმოადგენს, მათ შორის: Nike-ს, Adidas-ს, Skechers-ს, Deckers Brands-ს, Under Armour-ს და VF Corp-ს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თხოვნით მიმართა, რომ ფეხსაცმლის იმპორტი ახალი ტარიფებისგან გათავისუფლდეს. წერილში ხაზგასმულია, რომ ფეხსაცმლის ინდუსტრია უკვე იხდის მაღალ საბაჟო გადასახადებს და დამატებითი ტარიფები მომხმარებლებისთვის ფასების ზრდას და ბიზნესებისთვის შემოსავლების შემცირებას