
MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით გაყიდვები გაზარდა — გაიცანით სივრცე უნიკალური კონცეფციით
თბილისის კულტურულ რუკაზე MAIZEN უნიკალური სივრცეა, რომელიც 2024 წლის ბოლოს შეიქმნა. იდეა ნატალი და დავით გურიელს 2022 წელს ოსაკაში მოგზაურობისას გაუჩნდათ. იქ იაპონური ნივთების ესთეტიკა აღმოაჩინეს, მატჩას სასმელები და მატჩათი მომზადებული სხვადასხვა პროდუქტი დააგემოვნეს, შედეგად კი, როგორც თავად ამბობენ, მიხვდნენ, როგორ შეიძლებოდა ხელოვნება, დიზაინი და გემო ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო. იდეა მეგობარს და ახლა უკვე პარტნიორს