
“ჩვენი მომსახურებით 500-ზე მეტი ახალი კომპანია დაინტერესდა” – Free Spirit Tours-ი დუბაის გამოფენაზე
ტურისტული კომპანია Free Spirit Tours-ის თანადამფუძნებლის, ნინო კაპანაძის განცხადებით, დუბაიში გამართულ ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე [Arabian Travel Market 2025] მონაწილეობის შედეგად, მათი მომსახურებით 500-ზე მეტი ახალი კომპანია დაინტერესდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ამ კომპანიებთან დაკონტრაქტების პირობებსა და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „უკვე მეათე წელია, რაც დუბაის გამოფენაში ვმონაწილეობთ, რადგან ჩვენი