
რას წარმოდგენს GBU-57 ბომბი და B-2 Spirit, რომლითაც აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა?
აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა, რისთვისაც B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო ოპერაციაში, კოდური სახელწოდებით „შუაღამის ურო“, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული. ოპერაციაში B-2 ტიპის შვიდი ბომბდამშენი მონაწილეობდა, რომლებმაც ირანის ორ ბირთვულ ობიექტზე, ფორდოსა და ნათანზზე, ათზე მეტი მასიური საბრძოლო