
ქართული ბიზნესი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე
თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალია – პროცესების გაციფრულება, ავტომატიზაცია და ჭკვიანი ინსტრუმენტებით ოპერაციების ოპტიმიზაცია ნებისმიერი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობისაა. გაციფრულება კომპლექსური საკითხია, რომელიც მხოლოდ სისტემის ან აპლიკაციის ინტეგრაციით არ შემოიფარგლება – ეს არის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი რომელიც ცვლის არამხოლოდ ოპერაციულ ეკოსისტემას, არამედ ორგანიზაციულ კულტურას. კომპანიის პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია რომ გარდამავალ პროცესში, სწორად იყოს შერჩეული პარტნიორი