
რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? – მეჰმედ მელექის პასუხი
„BEKO საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, მეჰმედ მელექმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა მარტივი ბიუროკრატია, ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და შედარებით ხელმისაწვდომი საბანკო სერვისები, რაც მას თურქეთთან შედარებით კონკურენტულს ხდის. „აქ ორ-სამ დღეში შეგიძლია ფირმის გახსნა, მაშინ როცა თურქეთში ეს პროცესი მინიმუმ 2-3 თვეს გრძელდება. სესხები საქართველოში 10-11%-ში შეგიძლიათ