
“თბილისის ზღვის ზოოპარკის პირველი ნაწილი მომავალ წელს გაიხსნება” – როგორია გეგმები?
“თბილისის ზღვის ზოოპარკის პირველი ნაწილი მომავალ წელს გაიხსნება” – როგორია გეგმები? თბილისის ზოოპარკის ახალი ლოკაციის პირველი ნაწილი – “კავკასიის ფაუნა”, მომავალ წელს გაიხსნება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ BMGTV-ს გადაცემაში #BMGDRIVE განაცხადა. მისი თქმით, ძველი ზოოპარკი ამ დროისათვის კვლავ ფუნქციონირებს და ამ ობიექტზე მხოლოდ მცირედი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მაგალითად ვოლიერის განახლებას ან შეკეთებას გულისხმობს.