
ბრიტანეთში Universal-ის პირველი ევროპული გასართობი პარკი აშენდება
გაერთიანებულ სამეფოში Universal-ის პირველი ევროპული გასართობი პარკი აშენდება. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 28,000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო თავად გასართობი პარკი ქალაქ ბედფორდთან ახლოს 2031 წელს გაიხსნება. თემატური ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები 200-მდე ჰექტარის ტერიტორიაზე მოეწყობა, რაც კომპანიას წლიურად 8.5 მილიონი სტუმრის მიღების საშუალებას მისცემს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკას 50 მილიარდი გირვანქა სტერლინგით დაბუსტავს. გაერთიანებული სამეფოს