
სახელმწიფო კლინიკებს COVID-ჯარიმების ნაწილობრივ ჩამოწერას სთავაზობს
სახელმწიფო კლინიკებს COVID-თან დაკავშირებული ჯარიმებისგან ნაწილობრივ განთავისუფლებას სთავაზობს. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ კლინიკები გარკვეულ ვადაში 25%-ს აანაზღაურებენ, დანარჩენი დავალიანებისგან განთავისუფლდებიან. მისი ინფორმაციით, ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია. “COVID-ის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით არსებობდა არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან