
რა პირობებით ჩამოეწერებათ კლინიკებს COVID ჯარიმები? – დადგენილება
“ქართული ოცნების” მთავრობამ, კლინიკებისთვის COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ნაწილობრივ ჩამოწერის შესახებ დადგენილება გამოსცა. საუბარია 2020-2023 წლებში დაკისრებულ ჯარიმებზე. სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75%-ისგან განთავისუფლდებიან, თუ დავალიანების 25%-ს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ. კერძოდ, დადგენილების თანახმად, კლინიკა ჯარიმისგან ნაწილობრივ განთავისუფლდება, თუ 1 ივნისიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში: ა) აანაზღაურებს უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხის, აგრეთვე