
ლონდონის სასამართლოს წინ, სადაც Credit Suisse-ივანიშვილის დავა განიხილება საპროტესტო აქცია გაიმართა
ლონდონის სასამართლოს, Privy Council-ის წინ, სადაც დღეს Credit Suisse-ისა და ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვა დაიწყო საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები სასამართლოს წინ არიან შეკრებილი ბანერებით – “ივანიშვილი არის დიქტატორი”. ისინი გაერთიანებული სამეფოსგან ივანიშვილის სანქცირების შესახებ ქმედით გადაწყვეტილებას მოითხოვენ. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, დღეს გაერთიანებული სამეფოს Privy Council-ი, რომელიც არის უკანასკნელ სააპელაციო სასამართლო გაერთიანებული