
იმ კონკრეტულ მომენტში Deep State-მა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას – კობახიძე “მეგობარი აქტზე”
„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ არ შეიძლება ერქვას აქტს, “რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული”. „კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა.