
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
13 მაისს, ლონდონში, თიბისი ლიზინგს და EBRD-ს შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიამ 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია და ასახავს ორგანიზაციების მზაობას, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც