
თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს
თიბისი, ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. თიბისი IT აკადემიის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მიწოდების ჯაჭვი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები (Supply Chain & AI Risks)“. ღონისძიება ჩატარდა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელსაც 100-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო. შეხვედრას უძღვებოდნენ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, რომლებმაც