
გრანტების გაცემა და მიღება სრულად “ქართული ოცნების” ნებაზე დაქვემდებარებული ხდება. პარლამენტმა გუშინ დაჩქარებული წესით დაამტკიცა “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოურ გრანტს ვერ მიიღებს. გრანტზე თანხმობის აუცილებელი წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საზღვარგარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ