
ამერიკის ყველაზე მაღალშემოსავლიანი CEO-ები
ამერიკა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაა, რომლის სიძლიერე, დიდწილად, ბიზნესზე დგას, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მსოფლიოს ასი უდიდესი კომპანიიდან სამოცი სწორედ ამერიკულია. ამ კომპანიების წარმატებას განაპირობებს, როგორც ამერიკული ოცნების ცნება, ანუ იდეა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია, ასევე ამერიკული კორპორაციული სტრუქტურა და დირექტორების, იგივე CEO-ების კულტი. დირექტორის ანაზღაურება პირდაპირაა მიბმული კომპანიის ფინანსურ წარმატებას, შესაბამისად კარგი CEO