
Hampton by Hilton Batumi Center – საერთაშორისო ბრენდის ახალი სტანდარტი აჭარის რეგიონში
მალე ბათუმის ტურისტულ რუკას ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center შეემატება. სასტუმროს მშენებლობა უკვე საბოლოო ეტაპზეა და გახსნისთვის მზადება მალე დასრულდება. Hampton by Hilton Batumi Center – ტურინვესტ ჯგუფის მორიგი წარმატებული პროექტია. 2008 წლიდან, ტურინვესტ ჯგუფმა განახორციელა რეგიონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. კომპანიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ბათუმის საქმიან და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში.