
რესტორნების ქსელი Hooters-ი გაკოტრდა
ამერიკული რესტორნების ქსელი Hooters-ი ოფიციალურად გაკოტრდა. როგორც ცნობილია, კომპანია 430-მდე ფილიალის დახურვას და 15,000-მდე თანამშრომლის განთავისუფლებას გეგმავს. კომპანია ფლორიდაში 1983 წელს დაფუძნდა და 90-იან წლებში ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც ბაზარზე გაზრდილი კონკურენციით და Hooters-ის მენიუზე შემცირებული მოთხოვნით იყო განპირობებული.