
ამერიკული Circ-ი საფრანგეთში პოლიესტერის გადამმუშავებელი ქარხნის ასაშენებლად $500 მლნ-ს გადაიხდის
ტექსტილის გადამმუშავებელმა ამერიკულმა კომპანია Circ-მა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკავშირისგან მიიღო თანხმობა, $500 მილიონად ააშენოს პირველი საწარმო საფრანგეთში, რომელიც ბამბას და პოლიესტერს ინდუსტრიულ დონეზე გადაამუშავებს – ამის შესახებ კომპანიის CEO-მ Reuters-ს განუცხადა. საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ახალი საწარმო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება და წლიურად 70 000 ტონა ქსოვილის გადამუშავება შეეძლება. საწარმო ოპერირებას 2028 წლიდან დაიწყებს და 200