
ISFED-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას („სამართლიანი არჩევნები” – ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ნინო დოლიძისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩია. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და