
მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – ISSA
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მცხოვრები მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა: „თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით?“ საქართველოს მასშტაბით მიღებული შედეგები ასეთია: 57.1% მიიჩნევს, რომ