
რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI ICT სექტორში
2025 წლის I კვარტალში ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორში FDI წლიურად 2,8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2024 წლის პირველ კვარტალში სექტორში 18,1 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი $52,3 მილიონამდე გაიზარდა. BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო საანგარიშო პერიოდში და ასევე, იმ ქვეყნების TOP-10, საიდანც ყველაზე ინვესტიცია შემოვიდა.