
ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკულ სკოლებში AI-ის შეასწავლიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სკოლის მოსწავლეები ამ საუკუნის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის შესწავლას პირდაპირ საკლასო ოთახებში შეძლებენ. პრეზიდენტის განკარგულებით, თეთრ სახლში სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომელიც საბავშვო ბაღიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის სპეციალურ სასწავლო პროგრამას დანერგავს. საკლასო ოთახებში ხელოვნური ინტელექტის სწავლებით, დონალდ ტრამპს ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის მზად მყოფი სამუშაო