
რა ხდება მაღალი მოდის სექტორში Hermes-ის და LVMH-ის პაექრობის ფონზე?
რამდენიმე დღის წინ, მაღალი მოდის გლობალურ ბაზარზე საინტერესო შემთხვევა მოხდა: ბირკინის და კელის ლიმიტირებული ძვირად ღირებული ჩანთებით სახელგანთქმულმა ფრანგულმა Hermes-მა საბაზრო კაპიტალიზაციით მის პირდაპირ კონკურენტს, მაღალი მოდის კონგლომერატ LVMH-ს აჯობა. დონალდ ტრამპის პერსონით და მის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ გამოცხადებული სატარიფო ომით განპირობებულ რყევებს თუ არ ჩავთვლით, Hermes-ის აქციის ფასი ბოლო წლებში მდგრადად იზრდებოდა, ხოლო ხუთწლიან