Merck-ი შვეიცარიული MoonLake-ის შესყიდვას განიხილავს – გარიგების ღირებულება $3 მილიარდია

Merck-ი შვეიცარიული MoonLake-ის შესყიდვას განიხილავს – გარიგების ღირებულება $3 მილიარდია

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck შვეიცარიულ ბიოტექნოლოგიურ MoonLake Immunotherapeutics-ის $3 მილიარდად შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ MoonLake-ს შეთავაზება წლის დასაწყისში წარუდგინა. შეთავაზება MoonLake-ს $3 მილიარდად აფასებდა, რაც მის საბაზრო კაპიტალიზაციას – $2.6 მილიარდს – აღემატებოდა. MoonLake-მა ეს შეთავაზება უარყო, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი არ უთქვამს.

Read More