
ისრაელში, Microsoft-ის ოფისებთან ახლოს ხანძარია – ირანის იერიში გრძელდება
ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება გრძელდება. BBC ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ჩანს ხანძარი სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე Microsoft-ის ოფისებთან ახლოს. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. ადგილზე მეხანძრეები არიან მობილიზებული. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხუთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ირანის სამიზნე Gav-Yam-ის ტექნოლოგიურ პარკია. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღამით ათობით დარტყმა განახორციელეს