
როგორ მიიღო ბაზარმა OPEC-ის გადაწყვეტილება და რატომ ძვირდება ნავთობი?
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას ზრდის. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისიდან ნავთობის დღიური მიწოდება დამატებით 411,000 ბარელით გაიზრდება და პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ეტაპობრივად დღიური კორექციის მაჩვენებელი 2.2 მილიონ ბარელს არ მიაღწევს. ორგანიზაციის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოს – საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებასთან, რომელიც კარტელში მიმდინარე დაპირისპირების