
რა არის “ლაბუბუ”? – სათამაშო რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
ელფის მსგავსი ფუმფულა არსება, მახვილი კბილებითა და დიდი თვალებით – ლაბუბუ (Labubu) ნიშური ილუსტრირებული წიგნის გმირიდან პოპკულტურის გლობალურ ობსესიად იქცა და მილიონობით სტატია თუ Tiktok ვიდეო მიეძღვნა. პეკინიდან ლოს-ანჯელესამდე აღარ დარჩა სათამაშოების მაღაზია, სადაც “ლაბუბუ” ერთხელ მაინც არ მოუკითხავთ. თუმცა თავად ლაბუბუ არა უბრალოდ სათამაშო, არამედ სერიოზული ღირებულების მქონე ვალუტაა. ვინ/რა არის ლაბუბუ? Labubu ჰოლანდიაში