
რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
14 ივნისის ღამეს, დრონებმა “ნევინნომისკ აზოტზე”— რუსეთში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც სტავროპოლის მხარეში, ნევინნომისკის ქალაქში მდებარეობს, თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები და სტავროპოლის გუბერნატორი ვლადიმირ ვლადიმიროვი ავრცელებენ. გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ქალაქ ნევინნომისკის სამრეწველო ზონაში ჩამოცვივდა. მისი თქმით, თავდასხმის სამიზნე სწორედ ქიმიური საწარმო “ნევინნომისკ აზოტი” იყო. თავდაპირველად გუბერნატორმა ერთი დაშავებულის შესახებ განაცხადა, თუმცა