
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება – Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
SGS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ კვანტური წერტილების ფირი კადმიუმს არ შეიცავს და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის RoHS სტანდარტებთან. Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ QD ტელევიზორებისათვის გამოყენებულია კვანტური წერტილების (QD) ფირი. ბრენდმა მიიღო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული ეკრანის შესაბამისობას RoHS რეგულაციასთან. მსოფლიოს წამყვანმა სერტიფიცირების ორგანომ “Société Générale de Surveillance” (SGS) კი დაადასტურა, რომ ფირი კადმიუმს არ შეიცავს.