
სასტუმრო Schuchmann Wines-ში წელს დატვირთვის 15%-იან ზრდას ელიან – ტენდენციის შეფასება
Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ში წელს დატვირთულობის მაჩვენებლის 15%-იან ზრდას ელიან. ამის შესახებ „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. „ჩვენ წელს 15%-იან ზრდას ველით, ამ გათვლების შესაძლებლობას უკვე არსებული მაჩვენებლები გვაძლევს. ამ ეტაპისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი ზრდა გვაქვს“, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი. ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას, კახეთის რეგიონში მოქმედი