
“რამდენიმე გადაწყვეტილებით ჩამოვედით” – სასტუმროების ქართული პლატფორმა “რადარი” SelectUSA-ს სამიტიდან
სასტუმროების ქართული ციფრული პლატფორმა “რადარი”, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, SelectUSA-ის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობდა, საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის ახალი გადაწყვეტებით დაბრუნდა – ამის შესახებ “ანალიტიკას” ეთერში პლატფორმის დამფუძნებელმა, მაია მახათაძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დარგში ბევრი გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრაც პროცესების ოპტიმიზაციით შეიძლება. “მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ასეთ მასშტაბურ დონეზე შეხვდე სხვადასხვა ბაზრის ლიდერებს, რომლებიც იქ იმისთვის შეიკრიბნენ, რომ [არა