
3G Capital ფეხსაცმლის ბრენდ Skechers-ს $9 მილიარდად შეისყიდის
ამერიკულ-ბრაზილიული საინვესტიციო ჯგუფი 3G Capital ფეხსაცმლის ამერიკულ ბრენდს Skechers $9.4 მილიარდად შეისყიდის – წერს Financial Times. “ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია, რომელიც უორენ ბაფეტთან თანამშრომლობით Kraft-ისა და Heinz-ის შერწყმითაა ყველაზე ცნობილი, სწორი სამიზნეს ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მსხვილ გარიგებებს უბრუნდება” – წერს გამოცემა. შეთანხმების პირობების თანახმად, Skechers-ის აქციონერებს აქციების $63-ად გამოსყიდვის ან ნაღდი ფულის სახით $57-ისა და ახალ