
რა პარტნიორობაზე შეთანხმდნენ SOCAR-ი და Exxon Mobil-ი?
აზერბაიჯანის და აშშ-ის უდიდესმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. გარიგების თანახმად, რომელიც “ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის” ფარგლებში დაიდო, SOCAR-ი და Exxon-ი თანხმდებიან, რომ აზერბაიჯანში არსებულ ნავთობის არატრადიციულ საბადოებს ერთად შეისწავლიან და განავითარებენ. დღეს, აზერბაიჯანი ნავთობის უმეტესობას კასპიის ზღვაში მოიპოვებს, როცა უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვების წილი 5%-ია. Exxon Mobil-თან პარტნიორობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სწორედ ამ ტიპის საბადოების აღმოჩენა