
ქვეყნები, რომლებიც კოსმოსის ათვისებაში დომინირებენ
21-ე საუკუნე კოსმოსის ათვისების ახალი ეპოქაა, რადგან ტექნოლოგიური გარღვევების, სახელმწიფოების ამბიციებისა და კერძო ინვესტიციების თანხვედრა კაცობრიობას კოსმოსში ყოფნის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს, გლობალური კოსმოსური ეკონომიკა დაახლოებით 596 მილიარდად იყო შეფასებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ 2035 წლისთვის ის 1.8 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. წლებთან ერთად ქვეყნები კოსმოსის მნიშვნელობას კიდევ უფრო აცნობიერებენ, შესაბამისად, იზრდება მთავრობების მხრიდან